Dualpart COCO Starter pack 500ml • (Grow, Bloom + Ripen)
Terra Aquatica GHE
500 ml
99 ₾
არ არის მარაგში
T.A. DualPart® Coco-ს არ სჭირდება დანამატები თესლიდან აყვავებამდე: სხვა კოკოს სპეციფიკურ 2-ნაწილიან საკვებ ნივთიერებებს ესაჭიროება დამატებითი Cal/Mag და PK გამაძლიერებლები, ასევე 2 ბოთლი “grow” და 2 ბოთლი “Bloom” ნუტრიენტები. DualPart® Coco-ს შემთხვევაში ასე არ არის: ეს ორი ბოთლი არის ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ!
Dualpart COCO Starter pack – DualPart® Coco განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით და მაგნიუმით, მაგრამ ის ასევე შეიცავს სხვა ელემენტების მთელ სპექტრს, რომლებიც მცენარეს სჭირდება ჯანსაღი ენერგიული ზრდისთვის, რასაც მოჰყვება უხვი ყვავილობა და ნაყოფიერება. იგი ასევე შეიცავსიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც თქვენს საბოლოო პროდუქტს აძლევს განსაკუთრებულ არომატს და გემოს.
თქვენ იყენებთ DualPart® Coco Grow-ს და Bloom-ს თქვენი მცენარის მთლიანი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში; თქვენ უბრალოდ ცვლით ამ ორს შორის თანაფარდობას.
პაკეტში ასევე შედის Final Part (რიპენი):
გვიანი ყვავილობის პერიოდის საკვები ნივთიერება/სტიმულატორია, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გამაძლიერებლებს. იგი ახანგრძლივებს ყვავილობას, ზრდის ნაყოფის წარმოების აქტივობას და აშორებს მცენარეს ზედმეტ საკვებ ნივთიერებებს.
FinalPart® მოქმედებს 3 გზით:
იგი უგზავნის მცენარეს ძლიერ სიგნალს და ატყობინებს, რომ ის სიცოცხლის ბოლო ეტაპზეა, რაც აიძულებს მცენარეს დააჩქაროს დამწიფების პროცესი, ასევე გააძლიეროს თავდაცვა, რისთვისაც უნდა გაზარდოს ეთერზეთების შემცველობა და აქტიური პრინციპალების წარმოება.
FinalPart მცენარეს აწვდის ყველა მინერალურ მარილს, რომლებიც მას სჭირდება ათვისებადი ფორმით: ნიტრატების ან მიკროელემენტების სიჭარბის შემთხვევაში იგი აწესრიგებს მეტაბოლიზმსაც, რაც აუმჯობესებს პროდუქტის არომატსა და გემოს.
გარეთ ზრდისას FinalPart საშუალებას გაძლევთ ცივი და ნესტიანი ამინდის შემთხვევაში სწრაფად აიღოთ მოსავალი, სანამ ამინდი გააფუჭებს. ასევე ეფექტურია მწერების ან სოკოების ძლიერი შემოჭრის შემთხვევაში მცენარის ბუნებრივი ციკლის დაჩქარებით მოსავლის გადასარჩენად.
მიმოხილვები ჯერ არ არის.